რუსული სისასტიკე - გოსტომელის თემის ხელმძღვანელი იმ დროს ჩაცხრილეს, როცა ის ხალხს პურსა და წამალს ურიგებდა
რუსული სისასტიკე - რუსმა ჯარისკაცებმა გოსტომელის თემის ხელმძღვანელი, იური პრილიპკო, იმ დროს მოკლეს, როცა ის ძმებთან ერთად ხალხს პურსა და წამლებს ურიგებდა.
ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ილიჩ პრილიპკოს არავინ აიძულებდა ოკუპანტების ტყვიების ქვეშ გასულიყო.
"მას შეეძლო, ისევე როგორც ასობით სხვას, სარდაფში ჩამჯდარიყო. და ვინ გააკრიტიკებდა?! მაგრამ მან იცოდა, რომ მისი იმედი ჰქონდათ და სჯეროდათ", - ნათქვამია წერილში.