პუტინი შვილებს გვიკლავს! - რუსულ ბომბებს გაქცეული უკრაინის მოქალაქეები ომის უმძიმეს ისტორიებს ყვებიან

07.03.22 11:49
პუტინი შვილებს გვიკლავს! - რუსულ ბომბებს გაქცეული უკრაინის მოქალაქეები ომის უმძიმეს ისტორიებს ყვებიან

პუტინის ომის გამო ლტოლვილი მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი გახდა - საკუთარი ქვეყნიდან ფეხით, მანქანებით, მატარებლებით და ავტობოსებით გამოქცეულები თავს მეზობელ ქვეყნებს აფარებენ. გაერო ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისია.

მძიმეა პროგნოზიც - არ არის გამორიცხული ლტოლვილთა რაოდენობა ოთხ მილიონამდეც გაიზარდოს. უკრაინელ ქალებს და ბავშვებს იფარებს მოლდოვა, რუმინეთი, სლო-ვაკეთი და უნგრეთი. 

ომს გამოქცეული უკრაინელების მონაყოლი უმძიმესია. 

პუტინი ხალხს ატყუევბს, ის უბრალოდ ხალხს კლავს უკრაინელ ხალხს. რატომ არ სჯერათ რუსებს, რომ გვბომბავენ?! შვილებს გვიკლავენ! ძალიან ვწუხვარ, დიდი ტკივილია, საკუთარი ქვეყნის დატოვება. გვიყვარს უკრაინა"- აცხადებს უკრაინის მოქალაქე. 

ყველგან ვხედავდით, ბომბევს. ჩემი მეზობლები ამ ომს შეეწირნენ. მე წამოვედი, ჩემი მეუღლე ჯარისკაცია და სამშობლოს იცავს" - ამბობს რსულ სისასტიკეს გამოქცეული ქალი/