ხუთი ივლისის საქმე - ბრალდებულების საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა
ხუთი ივლისის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დღე "პირველი არხის" ოპერატორს მოუსმენს.
ილია თვალიაშვილს რადიკალმა მოძალდეებმა მძიმე დაზიანებები თვალზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მიაყენეს.
დღეს გაირკვა, რომ ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულების საქმეზე სახელმწიფო ბრალდებამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე კი ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
ნივთიერი მტკიცებულება, ზაზა ჭაავას მოპედი წარვადგინეთ, რომლითაც მან ძალადობრივი ქმედება განახორციელა "რუსთავი2"-ის ჟურნალისტზე და მას ხელი შეუშალა სამსახურებრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებაში. კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი, რომელიც გამოვიკვლიეთ, გამოთხოვილია კლასიკური გიმნაზიიდან, აღნიშნულ ჩანაწერებში დაფიქსირებულები არის ორი ბრალდებული. ასევე გამოვიკვლიეთ "ფორმულადან" გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია ფოტოგრაფზე განხორციელებული ძალადობრივი ქედება. აღნიშნულს ადასტურებს არა ბრალდებულების ვიზუალური აღწერილობა, არამედ მათი ტანსაცმელი. ერთ მომენტში ისინი ტანსაცმელს იცვლიან, რომ მათი იდენტიფიცირება არ მომხდარიყო",- განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ.