დაკავებები რუსული პოლიტიკის გაპროტესტების გამო - ხოშტარია ხელწერილით გამოუშვეს, სხვა აქტივისტები წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან

07.03.22 12:21
დაკავებები რუსული პოლიტიკის გაპროტესტების გამო - ხოშტარია ხელწერილით გამოუშვეს, სხვა აქტივისტები წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან

სახელმწიფო კანცელარიასთან ოპოზიციის დაპატიმრებული აქტივისტები ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისინი სხვადასხვა რეგიონის განყოფილებაში გადაიყვანა.

მათი ნაწილი საგარეჯოში, ნაწილი კი მარნეულში გადაიყვანეს.

ელენე ხოშტარია და გიგა ლემონჯავა პოლიციამ გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

5 ადამიანი პოლიციამ ღარიბაშვილის სამსახურთან პროტესტის გამო დააკავა. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე უახლოეს საათებში იმსჯელებს. 

 

მსგავსი სიახლეები