ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი - ხვალიდან საქართველოში ამინდი უარესდება
ხვალიდან ამინდი მკვეთრად უარესდება - 9-დან 12 მარტის ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი, რეგიონებში კი ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. სპეციალისტები ზღვაზე 3-4 ბალიან ღელვას პროგნოზირებენ.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.