კანცელარიასთან დაკავებულები სასამართლოს ჩანიშვნას ელოდებიან - 9 აქტივისტი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია

08.03.22 13:34
კანცელარიასთან დაკავებულები სასამართლოს ჩანიშვნას ელოდებიან - 9 აქტივისტი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია

ანტისაოკუპაციო აქციაზე დაკავებულები ამ დრომდე სასამართლოს ჩანიშვნას ელოდებიან - 9 აქტივისტი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია.

სამართალდამცავებმა ანტისაოკუპაციო აქციის თითქმის ყველა ორგანიზატორი გუშინ მას შემდეგ დააკავეს, რაც კანცელარიასთან აქცია დასრულებული იყო და ისინი სახლში, ან ოფისში ბრუნდებოდნენ.

ყველა მათაგნს გომელაურის უწყება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

ყველა მათგანი ამბობს, რომ ისინი მაშინ დააკავეს, როცა აქცია იშლებოდა. არანაირი იმწუთიერი კანონდარღვევა არ ყოფილა. პირველი გიგა მაქარაშვილი დააკავეს, რომელიც ოფისისკენ მოდიოდა. დანარჩენების დაკავება, როგორც ხდება, ინერციით მოხდა. გვაქვს კადრები, სადაც ჩანს, რომ აქტივისტებს არაფრის გამო აკავებენ. ისინი უბრალოდ დგანან. იმედი მაქვს, რომ შსს 48 საათიან ვადას ბორიტად არ გამოიყენებს და დღესვე მიმართვენ სასამართლოს განსახილველად"- აცხადებს დაკავებულების ადვოკატი. 

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, რომელიც გუშინ აქციაზე იმყოფებოდა, იხსენებს, რომ  პოლიციამ აქტივისტები უმიზეზოდ დააკავა: 

მჟავანაძე რატომ დააკავეს, არავინ იცის, ჩემს ლაივშიც ჩანს, რომ ის უბრალოდ დგას და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. გიგა მაქარაშვილი რომ პოლიციელს არ შეაგინებდა, ეს 2X2=4-ია. 

როდემდე შეიძლება, ოკუპანტის გამო ადამიანებს სჯიდნენ?!"- ამბობს მსახიობი. 

მთავრობის ადმინისტრაციასთან გვიან ღამით რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე, ნატა ფერაძე, ზუკა ბერძენიშვილი და გიორგი მჟავანაძე. 

აქტივისტები უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის  დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ.

ისინი რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას მოითხოვდნენ; აქტივისტები ამბობენ, რომ უნდა აიკრძალოს რუსული მედიასაშუალებები და რუსეთისთვის საჰაერო სივრცე უნდა დაიკეტოს .