პუტინის რეჟიმს გამოქცეული რუსეთის მოქალაქეები - თბილისის აეროპორტში კიდევ 2 რეისი დაეშვა
საქართველო რუსეთის მოქალაქეების თავშესაფარი ხდება. რუსეთის მოქალაქეებით სავსე კიდევ ორი ავიარეისი თბილისის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა პუტინის რეჟიმს გამოქცეული ათასობით მოქალაქე უკვე ჩვენს ქვეყნაშია. ნაწილი კი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარს ამ წუთებში კვეთს. რუსეთის მოქალაქეები საქართველოში დარჩენას გაურკვეველი დროით აპირებენ. ისინი ფიქრობენ, რომ პუტინის მიერ უკრაინაში ომის დაწყება უსამართლო გადაწყვეტილება იყო და არ სურთ ასეთ ქვეყანაში იცხოვრონ.
ჩვენი ქვეყანა აგრესორია, იქიდან შექმნილ სიტუაციას გამოვექეცი, შესაძლებელია, თვეზე მეტი დავრჩე, კატეგორიულად ვგმობ ომს, ჩვენთან ცხოვრება არ არის უსაფრთხო, ერთი კვირის წინ ჩემი მეგობარი დააკავეს მიტინგზე გასვლის გამო", - ამბობს რუსეთიდან ჩამოსული მგზავრი.
მოსკოვიდან ჩამოვედით საცხოვრებლად, უსამართლო ომია და ვფიქრობთ, რომ რუსეთი ოკუპანტია.
საქართველოში ასევე ჩამოდიან ბელარუსიდანაც, რომლის მთავრობაც კრემლის მთავარი მოკავშირეა.
მე ბელარუსიდან ჩამოვედი. ჩვენ გვყავს არალეგიტიმური პრეზიდენტი, ომი ხალხის უაზრო და დაუნდობელი სიკვიდილია, არ ვციი რამდენ ხანს დავრჩები ჯერ არ გადამიწყვეტია", - ამბობს ბელარუსის მოქალაქე.