ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა

08.03.22 17:11
ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა.

ექსმინისტრი უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ჩაიბარებს, კერძოდ, უხელმძღვანელებს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტლისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდება. 

ცნობიალია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით შეიქმნა.