ძიუდოისტის ცემის საქმე - მოსამართლემ გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნო

09.03.22 10:40
ძიუდოისტის ცემის საქმე - მოსამართლემ გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ძიუდოისტის ცემის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერი  გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოიტანა.

2 წლიანი დავის  მიხიედავად, პროკურატურამ უგულავასთვის ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო. სასამართლომ  დაადგინა, რომ ოპოზიციის ლიდერს  მსოფლიო ჩემპიონი არ უცემია.

ცნობისთვის, თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას გამოძიება ევროპის ჩემპიონ  საბა გავაშელიშვილზე ფიზიკურ ძალადობას ედავებოდა. საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს 2 უცნობი პირი დაესხა.