რუსეთის მოქალაქეების გრძელი რიგები იუსტიციის სახლთან - საქართველოში რუსული კომპანიების რიცხვი რეკორდულად იზრდება

09.03.22 11:30
რუსეთის მოქალაქეების გრძელი რიგები იუსტიციის სახლთან -  საქართველოში  რუსული კომპანიების რიცხვი რეკორდულად იზრდება

იუსტიციის სახლთან რუსეთის მოქალაქეების გრძელი  რიგებია. რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვებას და კომპანიების რეგისტრაციას ცდილობენ. ამ ყველაფერში კი მათ საქართველოს მოქალაქეები ეხმარებიან.მხოლოდ დღეს საქართველოში 120 კომპანია დარეგისტრირდა. რუსეთიდან ჩამოსულები ბიზნესს ფიქტიურ მისამართზე არეგისტრირებენ.  მოქალაქეები "ტვ პირველთან" საუბრობენ, რომ ისინი საქართველოში დარჩენას დიდხანს აპირებენ.

რუსეთიდან ვარ, რეჟიმს გამოვექეცი, იქ სახიფათოა. მინდა, რომ ლეგალიზება მოვახდინო ჩემი ბიზნესის. დიდი ხნით ვგეგმავ დარჩენას, ვიმედოვნებ პუტინის ოდესმე ვინმე განსასჯელის სკამზე დასვამს", -ამბობს რუსეთის მოქალაქე. 

რუსეთის მოქალაქეები დაწესებული სანქციების გვერდის ავლას სწორედ საქართველოს გავლით ცდილობენ.