შეიქმნება თუ არა საქართველოში პროდუქტების დეფიციტი - საწყობებში ფქვილის და შაქრის მარაგები ამოიწურა
უკრაინაში დაწყებული ომის პარალელურად, საქართველოში პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზარდა. მოქალაქეები ცდილობენ პირველადი მოხმარებიოს პროდუქტები მოიმარაგონ. საქართველოში პრიდუქტების ნაწილი - შაქარი, ზეთი, ფქვილი, მარილი და სხვა პროდუქტები უკრაინიდან და რუსეთიდან შემოდის, რის გამოც მოსალოდნელია პროდუქტების დეფიციტი შეიქმნას.
ყველა მაღაზიაში შევედი თითქმის, არსად არ არის შაქარი. ყველაფერს შეეტყო", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ქსელურ სუპერმარკეტებში ამბობენ, რომ განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა შაქარზე. საწყობებში ფქვილის და შაქრის მარაგები ამოიწურა.