მილიონები პუტინის მთავრობის მაღალჩინოსანს - რუსეთის ბიზნესომბუდსმენის კომპანია საქართველოში ტენდერებს იგებს

09.03.22 15:45
მილიონები პუტინის მთავრობის  მაღალჩინოსანს  - რუსეთის ბიზნესომბუდსმენის კომპანია საქართველოში ტენდერებს იგებს

მილიონები პუტინის მთავრობის  მაღალჩინოსანს   საქართველოს ბიუჯეტიდან - რუსეთის ბიზნესომბუდსმენის კომპანია საქართველოში ტენდერებს იგებს. 

ილდარ ნევეროვი , რუსეთის ბიზნესომბუდსმენია ეკოლოგიისა და წარმოების მიმართულებით და საქართველოში მის კომპანიას 3 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.

კომპანიას აჭარის მთავრობამ 2014 წლიდან დღემდე   4 მილიონამდე ღირებულების ტენდერი მოაგებინა. მოგებული ტენდერები ორგანიზაცია "ფაქტმეტრის" მკვლევარებისთვის ბევრ კითხვას აჩენს.რუსი მაღალჩინოსანი საქრათველოში ორ კომპანიას ფლობს, ერთ-ერთი ცხოველთა თავშესაფარია.