ავსტრალიელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლემ ციხეში 20 წლით გაუშვა. 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი გლდანის ციხეში უკვე გადაიყვანეს.
ავტრალიელი ტურისტის მკველობის საქმეზე განაჩენი რამდენმე წუთის წინ გამოცხდდა. გადაყვეტილებამდე კი სასამართლოს ჩვენება მოკლული ქალის ძმამ მისცა.
ტაისონ ბრუკმა დაკავებულის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა. მისი სიტყვა სხდომათა დარბაზში ემოციური აღმოჩნდა. ბოლო განცხადება გააკეთა პროცესზე ქალის მკველობაში ბრალდბულმაც.
მე ჩემი თავიც მოვკალი იმ დღეს, მაპატიეთ. მე არ ვყოფილვარ ასეთი ადამიანი. ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი - განაცხადა პროცესზე რაფაელ მურსაკულოვმა.
საქართველოში მცხოვრები ავსტრალიელი ქალი, შანაი ბრუკი, 30 ივლისს გაუჩინარდა. მისი ცხედარი 31 ივლისს მთაწმინდის ერთ-ერთ ფერდზე იპოვეს.