პანიკა სასურსათე ბაზარზე - საქართველოში დახლებიდან პროდუქტების ნაწილი გაქრა
ქვეყანაში შაქრის დეფიციტია. დახლებზე პირველადი მოხმარების ზოგიერთი პროდუქტი აღარ დევს. მოსახლეობა ვეღარ ყიდულობს შაქარს, მარილს, წიწიბურას, ზეთსა და ფქვილს.
ქსელური მაღაზიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოსახლეობა კონკრეტულ პროდუქტებს პანიკურად ყიდულობს, რის გამოც მარაგები ამოიწურა.
შაქარი, მარილი, ტუალეტის ქაღალდი გააქვთ გიჟივით, ამოგვეწურა ყველაფერი", - ამბობენ სასურსათე მაღაზიებში.
ექსპერტები ამბობენ, რომ პანიკური შესყიდვები პროდუქტზე ფასების ზრდას გამოიწვევს.
გასაკვირი არის, რატომ იყო პანიკური შესყიდვა შაქარზე, როცა შაქარი არაფერ შუაში არაა, არანაირად დამოკიდებული არაა რუსეთის ბაზარზე. ნებისმიერ პანიკურ შესყიდვა მოსდევს დეფიციტი. პანიკური შესყიდვები დამაზიანებელი იქნება მათი ნათესაობისთვის, მეგობრებისთვის, ვიღაცას ექნება 6 თვის მარაგი, ვიღაცას რომელსაც სჭირდება, 1 კვირის მარაგიც არ ექნება", - ამბობს „დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის” ხელმძღვანელი, ივა ჭყონია.