სისხლიანი სუფრა ნორიოში - მოკლულია 35 წლის კაცი, მეორე დაჭრილი სიკვდილს ებრძვის
სასტიკი მკვლელობა ნორიოში - "ტვ პირველის" ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კაცმა მეზობელი, 35 წლის ვანო შუბაშვიილი, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, მეორე მეზობელი კი დაჭრა.
მისი მდგომარეობა უმძიმესია. 34 წლის კაცი კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო.
ბრალდებული დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.