მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 1 ბავშვია
მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 1 ბავშვია. ქალაქის მერის ინფორმაციით, საარტილერიო იერიშის დროს 17 ადამიანი დაიჭრა, დანგრეულია ბავშვთა და სამშობიარო განყოფილებები.
უკრაინული მედია იუწყება, რომ აფეთქებები სამშობიარო და პედიატრიულ განყოფილებებს შორის, ეზოში,მოხდა.