"REUTERS": ზოგიერთ ქვეყანაში პუტინის და ლუკაშენეკოს მოკვლის მოწოდებებს Facebook-ი აღარ აკრძალავს

11.03.22 10:30
 "REUTERS":  ზოგიერთ ქვეყანაში პუტინის და ლუკაშენეკოს მოკვლის მოწოდებებს Facebook-ი აღარ აკრძალავს

Facebook და Instagram მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში რუსი ჯარისკაცების მიმართ ძალადობრივი მოწოდებები აღარ აეკრძალებათ. არ აეკრძალებათ ასევე, სოციალურ ქსელში ვლადიმერ პუტინის და ალექსანდრე ლუკაშენკოს მოკვლის  მოწოდებები. ინფორმაციას Meta-ს შიდა ელექტრონულ წერილებზე დაყრდნობით "REUTERS"-ი ავრცელებს. აგრესიული გამოთქმები დაშვებული იქნება მხოლოდ  რუსეთის უკრაინაში შეჭრის კონტექსტში.

აღნიშნული უფლებები დროებით გავრცელდება ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა : სასომხეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, საქართველო, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი და უკრაინა. 

აგრესიული გამოთქმები მიუღებელი იქნება რუსი ტყვეების ან რუსეთის რიგითი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ნდობას იმსახურებენ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ჩვენ  პოლიტიკური გამოხატვის ფორმებთან დაკავშირებით დროებითი შესწორებები შეგვაქვს, რომლებსაც აქამდე დაუშვებლად მივიჩნევდით. მაგალითისთვის: აგრესიული გამოთქმები და რუსი ოკუპანტების მოკვლის მოწოდებები. ჩვენ უწინდებურად არ დავუშვებთ იმ რუსი მოქალაქეების მიმართ ძალადობას, რომლებიც ნდობას იმსახურებენ, - ნათქვამია Meta-ს განცხადებაში.