ჟირინოვსკი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს - რუსული მედია
რუსული მედიის მტკიცებით, ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. "რასია 24"-ის ცნობით, ჟირინოვსკი საავადმყოფოში რჩება, მაგრამ მუშაობა უკვე დაიწყო. მათივე თქმით, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი ხელოვნური, მედიკამენტოზური კომიდან გამოიყვანეს.
ვლადიმერ ჟირინოვსკი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის გართულებული ფორმით თებერვლის დასაწყისში გადაიყვანეს. მას ფილტვების 70% დაზიანებული ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.