1 243 ახალი შემთხვევა, 25 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 243 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი, გამოჯანმრთელდა - 3 064.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 522 კვლევა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 16.14% ხოლო 7 დღის მანძილზე - 13.48%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 243 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 532 შემთხვევა, აჭარა - 48, იმერეთი - 201, ქვემო ქართლი - 34, შიდა ქართლი - 85, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 79, კახეთი - 108, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 530 პირი ემსხვერპლა.