4 გარდაცვლილი და ერთი მძიმედ დაშავებული - ავარია გორი-შავშვების მონაკვეთზე

12.03.22 18:10
4 გარდაცვლილი და ერთი მძიმედ დაშავებული - ავარია გორი-შავშვების მონაკვეთზე

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გორი-შავშვების მონაკვეთზე - მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყეს.