8 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, 9 წლის მოზარდი სიკვდილს ებრძვის - ტრაგედია გორი-შავშვების მონაკვეთზე

12.03.22 18:27
8 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, 9 წლის მოზარდი სიკვდილს ებრძვის - ტრაგედია გორი-შავშვების მონაკვეთზე

გორი-შავშვების მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, ერთ-ერთი გარდაცვლილი 8 წლისაა.  9 წლის ბავშვის სიციცხლის გადარჩენას კი ექიმები ამ წუთებში ცდილობენ. 
ავარიის შედეგად, სულ 4 ადამიანი გარდაიცვალა. 

წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და წესების დარღვევას გულისხმობს.