შიდა ქართლში ენმ-ს ოფისები წითლად შეღებეს და შეურაცხმყოფელი წარწებით ააჭრელეს

13.03.22 11:51
შიდა ქართლში ენმ-ს ოფისები წითლად შეღებეს და შეურაცხმყოფელი წარწებით ააჭრელეს

მოირიგი თავდასხმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე - შიდა ქართლში ოპოზიციური პარტიის ოფისები წითელი საღებავებით შეღებეს და რუსულ-ქართული უწმაწური წარწერებით ააჭრელეს. შემთხვევა გამთენიისას გორსა და კასპში მოხდა. 

გორში ენმ-ს ოფისზე ბოლო ორი კვირის განმავლობაშ ეს რიგით მეორე თავდასხმაა. წინა შემთხვევაშიც ოფისზე მსგავსი შინაარსის წარწერები გაკეთდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარს პრორუსულ-რადიკალურ დაჯგუფებას "ალტ ინფოს" უკავშირებენ. მათი თქმით, დაჯგუფება "ქართული ოცნების" დავალებით მოქმედებს. 

მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დაწყებულა.