"ალტ ინფოს" ჩუმად გახსნილი ოფისები გურიაში - ადგილობრივები აქციებს აანონსებენ
გურიაში "ალტ ინფოს" ოფისები ჩუმად გახსნეს. ადგილობრივები პრორუსული პარტიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. გურულები ამბობენ, რომ პუტინის მეხოტბე პარტიის ოფისების ფუნქცონირებას არ დაუშვებენ.
აქციები დაანონსდა ლანხუთშიც, სადაც ოფისის ხელმძღვანელად ყოფილი გამგებელი და ბიზნესმენი, ირაკლი კობახიძის მამის ახლო მეგობარი დაინიშნა.
ადგილობრივების პროტესტის გამო პარტიის წარმომადგენლებმა ოფისის შენობაზე ბანერების გაკვრაც ვერ მოახერხეს.