466 ახალი შემთხვევა, 15 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

14.03.22 11:24
466 ახალი შემთხვევა, 15 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 466 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა,  გარდაიცვალა 15 ადამიანი.

13 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.9%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 15.34% ხოლო 7 დღის მანძილზე - 12.36%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 569 პირი ემსხვერპლა.