"ალტ ინფო" -ს ფინანსური კრიზისი აქვს - ძალადობრივი ჯგუფი მოსკოვში მიემგზავრება

14.03.22 11:49
 "ალტ ინფო" -ს ფინანსური კრიზისი აქვს - ძალადობრივი ჯგუფი მოსკოვში მიემგზავრება

 "ალტ ინფო" გაუგებრობაშია - რუსეთის მოკავშირეებს სავარაუდოდ, ფინანსური პრობლემები აქვთ.  როგორც ჩანს, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, პუტინისტურმა ჯგუფებმა დაფინანსება ვეღარ მიიღეს, რასაც შესაძლოა, მათი ოფისების დახურვა და თანამშრომლების სახლში გაშვება მოჰყვეს. ამ ეჭვს აჩენს ის ფაქტი, რომ ძალადობრივი რაზმის ერთ-ერთი იდეოლოგი ზურა მახარაძე მიმდევრებს საჯარო ვიდეომიმართვით დაემშვიდობა და  პაუზა დაანონსა. მახარაძე,  სავარაუდოდ, მოსკოვში მიემგზავრება.

"ალტ ინფოს" ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია ზურაბ მახარაძის რუსეთში გამგზავრებას და სავარაუდო ფინანსურ კრიზისს უარყოფს. მისი თქმით, მახარაძის ნაცვლად რუსეთში გამგზავრებას პარტიის წევრები გეგმავენ, ხოლო რაც შეეხება დაფინანსევას, ახალი დონორები ჰყავთ, რომლებმაც მათი დაფინანსების სურვილი  გამოთქვეს. 

ზურა მახარაძეს აქვს სხვა ამოცანა, რუსეთში არ მიდის, რუსეთში ჩვენ მივდივართ პარტიული მთელი დელეგაციით უახლოეს პერიოდში. ვისთან უნდა გავმართოთ დიალოგი და რუსეთის იმ პოლიტიკურ წრეებთან, ვისაც ხელეწიფება საქართელო-რუსეთის უერთიერთობის დალაგება. ჩვენ გვიყურებენ როგორც ადეკვატურ ხალხს, რომლებიც აზროვნებენ რაციონალურად და შეუძლიათ, რომ დაალაგონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, ბევრად უფრო სტაბილურად ვიქნებით, იმიტომ, რომ გამოჩნდა ხალხის ის ძალიან დიდი მასა, რომელიც ჩვენ გვიდგას მხარში, ძალიან ბევრი ბიზნესმენი, ძალიან ბევრი საქმოსანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, - ამბობს "ალტ ინფოს" ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მოპრგოშია. 

მსგავსი სიახლეები