თამბაქოს მარაგი იწურება, პროდუქტებზე ფასები იზრდება - ომის გავლენა საქართველოზე

14.03.22 12:11
თამბაქოს მარაგი იწურება, პროდუქტებზე ფასები იზრდება - ომის გავლენა საქართველოზე

რუსეთ-უკრაინის ომმა გავლენა საქართველოზეც იქონია. ეკონომიკური კრიზისი მოქალაქეებზე  ყოველდღიურად ისახება.  ბაზარზე პროდუქციის დეფიციტია. სიგარეტის ცნობილი ბრენდები, რომლებიც  საქართველოში უკრაინული ქარხნიდან შემოდიოდა, ნელ-ნელა ქრება. დარჩენილია მხოლოდ ის მარაგები, რომელიც ომამდე შემოიტანეს. აქედან გამომდინარე, თამბაქოზე ფასების კიდევ უფრი გაზრდა გარდაუვალი იქნება. სპეციალსტების თქმით, ეს ტენდენცია რამდენიმე  კვირა გაგრძელდება.

მაღაზიებში აღარ არის არც სხვა პროდუქტები, რომლითაც ქართული ბაზარი უკრაინიდან მარაგდებოდა. ქვეყანას პრობლემები აქვს ექსპორტთან დაკავშირებითაც. საქართველოს ზოგიერთ ქვეყანაში პროდუქცია რუსეთიდან გაჰქონდა.

რეკორდულად იზრდება საწვავის ფასიც, რომლის ღირებულებაც  4 ლარს აღწევს. საწვავის ფასის კიდევ უფრო გაზრდა პირდაპირ პროპორციულია იმ ვითარების, რომელიც ახლა უკაინაშია. ამ მდგომარეობაში სპეციალისტებს საწვავის ფასის დასტაბილურებასთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეტება უჭირთ. 

 

მსგავსი სიახლეები