"ჩვენი ფული ოკუპანტ სახელწიფოში არ უნდა მიდიოდეს " - აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან
ეკონომიკის სამინისტროსთან ამ წუთებში რუსული კომპანიების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები ,,ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებენ, სახელმწიფო ტენდერები რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიებს არ მოაგებინონ. მათი თქმით, ყოველწლიურად ნახევარი მილიარდი ლარი ტენდერების შედეგად აგრესორი ქვეყნის ბიუჯეტში მიდის, რაც საბოლოოდ უკრაინის წინააღმდეგ ომს ხმარდება.
"გადასახადების გადამხდელების ფული არ უნდა მიდიოდეს ოკუპანტ სახელწიფოში"- აცხადებენ საქართველოს მოქალაქები.
დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ის მდგომარეობა და ასევე მოღალატეობრივი რეჟიმი, რაც ქვეყანაში გაგვაჩნია.
მაშინ, როცა მსოფლიო რუსეთს უპრეზენდენტო სანქციებს უწესებს უკრაინაში დაწყებული ომის გამო, საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ მოღალატეობრივად ცდილობს, გადაარჩინოს აგრესორი ქვეყნის ეკონომიკა და ამის ნათელი მაგალითია ნახევარი მილიარდი, რომელიც რუსულმა კომპანიებმა ტენდერების სახით მიიღეს. - აცხადებს აქციის მოანაწილე.
აქცია, რომლის ორგანიზატორი ,,ნაცმოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციაა, უკვე დასრულდა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებთან პერმანენტულად გაგრძელდება.