"შეაჩერეთ ომი, აქ თვენ გატყუებენ" - ჟურნალისტი, რომელიც ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა, გაუჩინარებულია

15.03.22 10:56
"შეაჩერეთ ომი, აქ თვენ გატყუებენ" - ჟურნალისტი, რომელიც ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა, გაუჩინარებულია

 რუსეთის პირველი არხის დაკავებული რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა, გაუჩინარებულია.

ის ოსტანკინოს პოლიციის განყოფილებაში არ იმყოფება.  ჟურნალისტი, გუშინ, მას შემდეგ დააკავეს, რაც მან სახელმწიფო არხის მთავარი საინფორმაციო გამოშივების დროს სტუდიაში გაშალა ბანერი "შეაჩერეთ ომი, აქ თქვენ გატყუებენ".

ამ მომენტისთვის მარინას ვეძებეთ, ამბობენ, რომ ოსტანკინოს ტერიტორიაზეა, მაგრამ აშკარად არ არის აქ. დეზინფორმაცია მის ადგილსამყოფელზე კი ალბათ კვალის ასარევად გაავრცელეს. ეს რეალურად ადმინისტაციული სამართალდაღვევაა, მაგრამ ეს უკვე ჩვეულებრივი პრაქტიკაა ამ მუხლით დაკავებული ადამიანის წინ და უკან ტარება. თუმცა, ჯერ მაინც დასადგენია რა ბრალდებაზეა საუბარი", - ამბობს ადვოკატი. 

დაკავებამდე მარინა ოვსიანიკოვამ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება. 

ის რაც ახლა უკრაინაში ხდება დანაშაულია, რუსეთი აგრესორია. ეს ყველაფერი კი ერთი ადამიანის სინდისზეა - ეს არის ვლადიმერ პუტინი. მამაჩემი უკრაინელია დედაჩემი - რუსი. ისინი არასდროს ყოფილან მტრები. ყელსაბამი, რომელიც ახლა მიკეთია, იმის სიმბოლოა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძმათაშორისი ომი. ჩვენი მოძმე ერები ჯერ კიდევ შეძლებენ შერიგებას. 

სამწუხაროდ, ბოლო წლებში რუსეთის პირველ არხზე ვმუშაობდი და კრემილ პროპაგანდით ვიყავი დაკავებული. ამის გამო ძალიან მრცხვენია. მრცხვენია, რომ ტელევიზორის ეკრანიდან ტყუილის თქმის საშუალებას ვაძლევდი. მრცხვენია, რომ რუსი ხალხის ზომბირების საშუალებას ვაძლევდი. 2014 წელს, როდესაც ეს ყველაფერი იწყებოდა, ჩვენ გავჩუმდით, არ გამოვედით მიტინგებზე, როდესაც კრემლმა ნავალნი მოწამლა. უსიტყვოდ ვუყურებდით ამ არაადამიანურ რეჟიმს. ახლა მთელმა მსოფლიომ ზურგი შეგვაქცია და ჩვენი ათი თაობა ვერ ჩამოირეცხავს ამ სირცხვილს. მხოლოდ ჩვენი, გონიერი და ჭკვიანი რუსი ხალხის ხელშია ძალა, რომ შევაჩეროთ ეს სიგიჟე. ყველას ვერ ჩაგვსვავენ ციხეში"- განაცხადა ჟურნალისტმა სანამ დააკავებდნენ.