შშმ პირის ცემა მეტროში - ბრალდბული პოლიციელებიდან ბრალს მხოლოს ერთი აღიარებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში შშმ პირზე მოძალადე პოლიციელების საქმის განხილვა დაიწყო. გამოძიება ნუგზარ ბაქრაძესა და კახაბერ ბაკაშვილს, ისნის მეტროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნის ცემას ედავება.
თავად ბრალდებული პოლიციელებიდან დანაშაულს მხოლოდ ერთი, კახა ბაკაშვილი აღიარებს, თუმცა საქმეში ორივეს წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულებები დევს.
ბრალდებულმა პოლიციელმა, კახაბერ ბაკაშვილმა, რომელიც დაკავების დროს დანაშაულს არ აღიარებდა, 2 თვის შემდეგ განაცხადა, რომ დანაშაული ნამდვილად ჩაიდინა და გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს.
მისმა ადვოკატმა სასამართლოს 10 ათას ლარიანი გირაო შესთავაზა ბაკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, რაც მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა არ დააკმაყოფილა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ნუგზარ ბაქრაძეს, ის კვლავ დუმილის უფლებას იყენებს და მოითხოვს, რომ ის ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლონ.
მომდევნო პროცესი 29 მარტსაა ჩანიშნული.
მეტროსადგურ ისნის ტერიტორიაზე ყრუ მუნჯი არასრულწლოვნის ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 2 პოლიციელი 25 იანვარს დააკავეს.