უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა
უკრაინაში, ირპენში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. სამხედრო შეტაკებებს შეეწირა. ფაქტს "პირველებს" გარდაცვლილის თანამებრძოლები უდასტურებენ
გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
"ტვ პირველი" სხვა დეტალებს არკვევს.
უკრაინაში რუსულ არესიას 4 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. დავით რატიანსა და გია ბერიაშვილს დღეს დაკრძალავენ, ბახვა ჩიქობავას, ცხედრის ჩამოსვენება საქართველოში ამ დრომდე ვერ ხერხდება.