უკრაინაში გმირულად დაღუპული დავით რატიანი და გია ბერიაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს

26.03.22 17:14
უკრაინაში გმირულად დაღუპული დავით რატიანი და გია ბერიაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ტაში და მადლობა ქართველ გმირებს - უკრაინაში, ომში დაღუპული ორი ქართველი გმირი უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

53 წლის დავით რატიანის და 44 წლის გია ბერიაშვილის დაკრძალვის ცერემონიალს  უმარავი ადამიანი ესწრებოდა.

სამოქალაქო პანაშვიდზე, მოქალაქეები, სასულიერო პირები, პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.

ქართველი გმირების პანაშვიდზე დღეს მმართველი გუნდიდან  მხოლოდ ქალაქის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა.

დაღუპულებს პატივბი მიაგო პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიომ. მაღალმა იერარქმა ქაშუეთის ეკლესიაში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა, მანვე ჭირისუფალს პატრიარქის წერილი წაუკითხა.

დავით რატიანი და გია ბერიაშვილი უკრაინის ქალაქ ირპენთან რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას გმირულად დაიღუპნენ. მომხდარიდან ერთი დღის შემდეგ, 19 მარტს, მარიუპოლში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა, მისი ჩამოსვენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი სამხედრო, 51 წლის დავით გობეჯიშვილი ქალაქ ირპენში  საკუპაციო  ძალების საარტელერიო ცეცხლს ემსხვერპლა.

შენიშვნა - დავით რატიანის დედის,  ნარგიზ პაკელიანის სულისშემძვრელი ფოტოს ავტორი მარიამ ნიკურაძეა