კიევთან მტერმა საბრძოლო მოქმედებები შეანელა - რას ყვებიან ქართველი ჯარისკაცები

27.03.22 11:23
კიევთან მტერმა საბრძოლო მოქმედებები შეანელა - რას ყვებიან ქართველი ჯარისკაცები

კიევის მისადგომებთან ოკუპანტებმა საბრძოლო მოქმედებები შეანელეს - ინფორმაციას "პირველებს" ქართველი ჯარისკაცები აწვდიან.  მებრძოლები ყვებიან, რომ რუსული ჯარი დასუსტებულია, გამოელიათ ტყვია წამალი და საკვები.

დღეს ქალაქის მისადგომებთან მეტნაკლებად სიმშვიდეა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი კარგადაა. იმიტომ, რომ მთელი ღამის განმავლობაში ჩენი საჰაერო დაცვა სიმოდა როგორ ანადგურებდნენ რუსულ რაკეტებს. ჟიტომირის ოლქის მხრიდან არიან კიდევ შემოსულები და საკმაოდ აქტიურ ბრძოლების მიმდინარეობს. ვერ მოიწევენ თუნდაც იმიტომ, რომ ისეთ წინააღმდეგობას ვუწევთ, რომ უბრალოდ შანსი არ აქვთ, - ამბობს ქართელი ჯარისკაცი. 

კიდევ ერთი ქართველი სამხედრო ამბობს, რომ  რუსები მასიურად ვეღარ უტევენ და ვეღარც აქტიური დაბომბვები ხორციელდება. 

ვერ ცვლიან ამ ჯარისკაცებს, ვინ ჰყავთ, რომ დასასვენებლად გაუშვან. დემორალიზებულები არიან, იმიტომ, რომ რუსეთიდან აღარ უნდათ მოსვლა და ომი. როგორც ბომბავდნენ მაგალიტად 5 დღის უკან, ერთ დღეში რომ მაგალითად 160 მილიმეტრიანი ნაღმი ჩამოგვიყარეს, უკვე აღარ არის ასეთი სიტუაცია. მასოიური დაბომბვაც ისეთ აღარ არის, მაგალითად გრადებს აღარ იყენებენ. დაშავებული ბიჭები კარგად არიან, უბრალოდ, სმენა აქვთ ცოტა დაკარგულიდ ა აღუდგენენ. 2 დღეში უკვე გაეწერებიან, - ამბობს ქართელი სამხედრო.