თბილისი, ქუთაისი ბათუმი - სამ დიდ ქალაქში საწვავის ფასის რეკორდულ ზრდას აპროტესტებენ
თბილისი, ქუთაისი, ბათუმი - სამი დიდი ქალაქი პროტესტმა მოიცვა. ასობით ადამიანი საწვავზე რეკორდულად გაზრდილ ფასს აპროტესტებს.
დედაქალაქის ცენტრალური გამზირი პარალიზებულია. საპროტესტო მსვლელობა თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტისკენ მიემართებიან. აქციის მონაწილეები ღარიბაშვილის მთავრობას მოუწოდებენ გააუქმოს აქციზის გადასახადი და ნავთბიმპორტიორებს შეღავათები გაუწიონ.
აქციზის გადასახადის გაუქმება, დღგ-ს მცურავ რეჟიმზე გადაყვანა და ხელოვნური მონოპოლიების შეცვლა - ეს არის ძალიან მარტივად და მოქნილად შესასრულებელია გეგმა და ეს არის ხალხის მოთხოვნა, რომ რაც შეიძლება მალე განხორციელდეს ეკონომიკური რეფორმები ქვეყანაში, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებიც იმყოფებიან. შეკრებილები ამბობენ, რომ პროტესტი მიზნის მიღწევამდე არ შეწყდება.