თბილისი პარალიზებულია - პროტესტის მონაწილეებმა გზები ჩახერგეს

27.03.22 17:03
თბილისი პარალიზებულია  - პროტესტის მონაწილეებმა გზები ჩახერგეს

პროტესტი დედაქალაქში - ხმაურია ამ წუთებში ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთმანეთს პოლიცია და მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებას სთხოვენ, რასაც მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან. 

ბლოკირებულია ვარაზისხევი და გმირთა მოედნის  ყველა ჩასასვლელი. აქციას მოპედებით უერთდებიან კურიერებიც. 

პროტესტის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტთან იდგნენ, რამდენიმე ჯგუფად არიან დაყოფილები და ღარიბაშვილისთვის ხმის გაგონებას  თბილისის ქუჩების პარალიზებით ცდილობენ. 

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები სამ დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში საწვავის ფასის რეკორდულ ზრდას აპროტესტებენ.