ვარკეთილში, გაზგასამართი სადგური აფეთქდა - დაშავებულია ორი ადამიანი

28.03.22 10:51
ვარკეთილში, გაზგასამართი სადგური აფეთქდა - დაშავებულია ორი ადამიანი

ვარკეთილში, გაზგასამართი სადგური აფეთქდა - დაშავებულია ორი ადამიანი. მათ დამწვრობები და მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ. ისინი ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ორივეს უკვე ჩაუტარეს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება.  მეხანძრე მაშველები ძლიერი ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე საათი ცდილობდნენ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა გახდა გაზგასამართ სადგურზე ხანძრის გაჩენის მიზეზი.