დღეიდან საქართველოში კორონავირუსის გამო მოქმედი შეზღუდვების უმეტესობა უქმდება (ჩამონათვალი)

28.03.22 10:01
დღეიდან საქართველოში კორონავირუსის გამო მოქმედი შეზღუდვების უმეტესობა უქმდება (ჩამონათვალი)

ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი გაუქმებულია: 

✅ 28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს.  საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება.

✅ 28 მარტიდან უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ სახელოვნებო, თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურ ღონისძიებებზე.

✅ 28 მარტიდან ე.წ. დისტანციურზე მყოფი თანამშორმლები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს.

✅ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების PCR-ტესტით შემოსვლის შემთხვევაში, მოხსნილია მესამე დღეს PCR-ტესტირების ვალდებულება. ასევე, 28 მარტიდან უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან PCR ტესტის გარეშე.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აპრილის განმავლობაში გაგრძელდება ვაქცინაციის წახალისების პროგრამა. შესაბამისად, 50 წელს ზემოთ პირები ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ.