Covid 19-ით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 229 ახალი შემთხვევა
ბოლო 24 საათში კორონავირუსს საქართველოში 12 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურდა 229 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 993 ადამიანი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.43%.