"არ მჭირდება მაგათგან არაფრის მინიჭება, მე და ჩვენმა ოჯახმა ვიცით, რომ ჩემი მეუღლე იყო და იქნება გმირი"- დავით გობეჯიშვილის ცოლი

28.03.22 11:23
"არ მჭირდება მაგათგან არაფრის მინიჭება, მე და ჩვენმა ოჯახმა ვიცით, რომ ჩემი მეუღლე იყო და იქნება გმირი"- დავით გობეჯიშვილის ცოლი

"არ მჭირდება მაგათგან არაფრის მინიჭება, მე და ჩვენმა ოჯახმა ვიცით, რომ ჩემი მეუღლე იყო და იქნება გმირი" - ამის შესახებ "ტვ პირველს" უკრაინაში დაღუპული დავით გობეჯიშვილის მეუღლემ განუცხადა. 

მისი თქმით, საგარეო საქმეთქა სამინისტროდან ოჯახს ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. 

მათ გარდა არავინ შემხმიანებია. რაც შეეხება გმირის წოდების მინიჭებას, ეს მათი გადასაწყვეტია. არ მჭირდება მაგათგან არაფრის მინიჭება, მე და ჩვენმა ოჯახმა ვიცით, რომ ჩემი მეუღლე იყო და იქნება გმირი. როგორც კი დაიწყო უკრაინის მოვლენები, რამდენჯერმე თქვა, რომ უნდა წავიდეო. აქიდან ვერ ვუყურებ ამ ყველაფერსო, შევეწინააღმდეგეთ წასვლასთან დაკავშირებით, თუმცა აზრი არ ჰქონდა"- აცხადებს გმირის ცოლი. 

უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს საქართველოში მომდევნო მიმდინარე კვირაში ჩამოსვენებენ.