უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი - დავით გობეჯიშვილი კიევის მაცხოვრის სახელობის ტაძარში გადაასვენეს

28.03.22 13:02
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი - დავით გობეჯიშვილი კიევის მაცხოვრის სახელობის ტაძარში გადაასვენეს

რუსი ოკუპანტების მოკლული ქართველი ჯარისკაცი კიევის მაცხოვრის სახელობის ტაძარში გადაასვენეს. დაღუპულ სამხედროს ამ წუთებში  პარაკლისს უხდიან. უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა, ვინც კიევთან ახლოს იმყოფებოდა პოზიციები დატოვეს და დავით გობეჯიშვილთან გამოსამშვიდობებლად ჩავიდნენ. კიევის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკლესიაში ახლა ქართველი გმირის ხსოვნას პატივს ის უკრაინელი ჯარისკაცებიც მიაგებენ, რომლებიც საქართველოს მოქალაქესთან ერთად რუსი ოკუპანტების თავდასხმის დროს კიევს იცავდა.

სამოქალაქო პანაშვიდი დღეს მთელი დღე გაგრძელდება, საღამოს გმირს ჯერ ლვოვში, შემდეგ  ვარშავაში გადაასვენებენ.

ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლ სამხედროს სამშობლოში სავარაუდოდ ზეგ ჩამოასვენებენ. დავით გობეჯიშვილი მეოთხე ჯარისკაცია, რომელიც პუტინის სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა.