ბენზინზე ფასი არ შემცირდება - მთავრობა მოქალაქეთა მოთხოვნას არ შეასრულებს
ბენზინზე აქციზის ფასის გაუქმება არ მოხდება- საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეების მოთხოვნა არ შეასრულებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის, განმარტებით, ქვეყანას ბევრი ვალდებულება აქვს აღებული, აქციზის გაუქმება კი მძიმე დარტყმა იქნება სახელმწიფოსთვის, რადგან საქართველოს ბიუჯეტი ასეთ შემთხვევაში მილიარდ ლარზე მეტს იზარალებს.
კონკრეტულად აქციზის და დღგ-ს გაუქმება ქვეყნის ბიუჯეტთან მიმართებაში შეადგენს 1,3 მილიარდ ლარს. ეს არის ჩვენი საგადასახადო შემოსავლების დაახლოებით 8-9 %, ბუნებრივია, ამხელა შემოსავალზე, როცა მიმდინარე წელი დაგეგმილია სოციალური ვალდებულებებით, შეუძლებელია მასზე იყოს საუბარი - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
შეამცირეთ ბენზინზე ფასები- ამ მოთხოვნით გუშინ თბილისის ცენტრში უამრავი მოქალაქე გამოვიდა. პრემიერმა ღარიბაშვილმა საპროტესტო მსვლელობას ,,ნაციონალების" მიერ მართული უწოდა.
სამართალდამცველებმა აქციის 20 მონაწილე დააკავეს.