უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმაა - მეუფე იოანე
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. სასულიერო პირმა ტელეკომპანია რიონის ეთერში რუსეთ-უკრაინის ომი "ბიძაშვილებს ან ორ ძმას შორის" დაპირისპირებას შეადარა.
მიტროპოლიტის მტკიცებით, გარშემომყოფები უკრაინას აქეზებენ:
მძიმე საყურებელი, მოსასმენი და გასაგებია, როცა ორი ერთმორწმუნე ერი, მონათესავე ბიძაშვილები, ერთმანეთს გადაემტერებიან და ერთი უფრო ძლიერია, მეორე უფრო სუსტია, თუმცა, არც ისე სუსტია და იღვრება სისხლი ძირითადად უდანაშაულო ხალხის. ვხედავთ ცალმხრივ წაქეზებას ერთი მხარის - აი, შენ დამატებითი იარაღი, აი შენ ფული, კარგია, რომ ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება უკრაინაში და მშვიდობიან მოქალაქეებს, გაჭირვებაში მყოფ ხალხს ეხმარება, მაგრამ იარაღის მიწოდება ამ დროს, ეს არის ნავთის დასხმა ცეცხლზე"- თქვა მიტროპოლიტი იოანემ.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან