სასამართლომ ,,ფორმულას" დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დააკისრა

29.03.22 12:52
სასამართლომ ,,ფორმულას" დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დააკისრა

ტელეკომპანია "ფორმულას " მფლობელს სახელმწიფო  5 060 000 ევროს თხოვს - გადაწყვტილება საქლაქო სამარტლომ მიიღო. დავით კეზერაშვილთან ერთად, სასამართლომ მილიონების გადახდა თავადცვის სამინისტროსთვის -ალექსანდრე ნინუასაც დააკისრა. ეს უკანასკნელი უწყებაში წლების წინ შესყიდვების დეპრტამენტს ხელმძღვაბელობდა.

კეზერაშვილსა და ნინუას გენერალური ბრალდების მხარე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა. 

პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP -ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა გამოძიების განცხადებით, სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.

საპირისპიროს ამტკიცებენ კეზერაშვილის ადვოკატები, ისინი ამბობენ, რომ აქვთ უტყური მტკიცებულებები, რომლებიც წვრთნების ჩატარებას ადასტურებს. 

მსგავსი სიახლეები