თბილისის განათების ტენდერში მილანურმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომლის შესახებ არაფერია ცნობილი
მილიონ ნახევარი ლარი თბილისის განათებისთვის - დედაქალაქის განათების ტენდერში მილანურმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომლის შესახებაც არაფერია ცნობილი, როდის დაფუძნდა, ან რა სამუშაოები აქვს ჩატარებული.
თბილისის განათების სურვილი 10 კომპანიას ჰქონდა, თუმცა 9-ს დისკვალიფიკაცია მიანიჭეს. ის, ვინც მერიას სანათებს იაფად სთავაზობდა, ტენდერიდან გააგდეს. თბილისის მერიამ გარე განათების ტენდერში სანათების ტექნიკური მახასიათებელები სანტიმეტრებში დააზუსტა, რაც აჩნეს ეჭს, რომ ტენდერის პირობები ერთ კონკრეტულ ფირმას მოარგეს.
ოპოზიციას უჩნდება კითხვა, რატომ ენდობა თბილისის მერი კომპანიას, რომელსაც არაფერი გაუკეთებია, ან რატომ არ მისცა სხვა კომპანიებს შანსი, მილანური კომპანიისთვის კონკურენცია გაეწიათ.
კახი კალაძე კვლავ იმითაა დაკავებული, როგორ იშოვოს დამატებით მილიონები ამ გაჭირვებული თბილისელების ხარჯზე და როგორ გაზიდოს ეს ფული მილანში. წლსი დასაწყისში კალაძემ გამოაცხადა ტენდერი გარე სანათების შესასყიდად, უპრეცენდენტოდ მარალი კონკურენცია იყო ტენდერში. ერთ-ერთი კომპანია 400 ატასი ლარით ნაკლებ თანხას ითხოვდა სანათების შემოსატანად, მაგრამ დისკვალიფიკაცია გაუკეთეს მხოლოდ იმიტომ, რომ აღნისნულ ტენდერში მილანურ კომპანიას გაემარჯვა. - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე.
დისკვალიფიცირებულ კომპანიებს შორის არის შპს ,,მონტაჟ ჯორჯია", რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირებს ეკუთვნის, მეტიც კომპანიის ერთ -ერთი დამფუძნებელი, დავით კახიანი, ,,ქართუ ჯგუფის’’ მთავარი ენერგეტიკოსი იყო, იმისთვის რომ ეს კომპანია კალაძეს არ გაუნაწყენდეს, მასთან მერიამ ცალკე ხელშეკრულება გააფორმა, ტედერის გარეშე და დაახლოებით 400 ათას ლარზე.