დაისჯებიან თუ არა მოძალადეები - 5 ივლისის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს
"ტვ პირველის" რეპორტიორების, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას, საქმეზე სასამართლო განაჩენის გამოსაცხადებლად ემზადება. დღევანდელ პროცესზე შესაძლოა, ცნობილი გახდეს, გაუშვებს თუ არა სასამართლოს ძალადობრივი დაჯგუფების წევრებს ციხეში და რამდენიმე წლით. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, რა სასჯელი განესაზღვრებათ ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერს, დავით კუტალაძესა და კიდევ 5 პირს. პროცესზე დღეს დაცვის მხარესაც მოუმენენ. საქმის პროკურორი აღნიშნავს, რომ მოსამართლემ უმკაცრესი სასჯელი უნდა განსაზღვროს.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები იძლევა გონივრულ ეჭვსმიღმა სტანდარტს, ანუ გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტს, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე დარწმუნებულია ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში, ბრალდებულები დამნაშავედ იქნებიან ცნობილი", - ამბობს საქმის პროკურორი.
"ტვ პირველის" რეპორტიორების მიმართ ძალადობის ბრალდებით 6 პირია დაკავებული. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს მომხდარი სასტიკი ძალადობის დროს ფიზიკურად იძალადეს მირანდა ბაღათურიასა და ლექსო ლაშქარავაზე. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.