150 ლარი 60-ის ნაცვლად - მანქანის საჯარმოზე გადაყვანის საფასური ძვირდება

30.03.22 12:22
 150 ლარი 60-ის ნაცვლად - მანქანის საჯარმოზე გადაყვანის საფასური ძვირდება

თბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასური იცვლება - ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. 

სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასური 150 ლარი იქნება, ხოლო სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი 20 ლარი. ამ შემთხვევაში საფასურმა 10 ლარით მოიმატა. 

აქამდე  სატრანსპორტო საშუალებების საჯარიმო სადგომზე გადაყვანა 60 ლარი ღირდა.  

ცვლილება ძალაში 31 მარტიდან შევა.

მსგავსი სიახლეები