სპეცოპერაცია ზუგდიდში - დააკავეს ორი პირი, რომელიც ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა
იგეგმებოდა თუ არა ტერაქტი სამეგრელოში - პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდნენ.
შსს-ს ცნობით, ერისთავის ქუჩაზე პოლიციამ სავარაუდო დამნაშავეები მაშინ დააკავა, როდესაც ისინი ერთ-ერთ ავტომობილზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ამონტაჟებდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 ნაწილის მესამე და მეოთხე პუნქტებით მიმდინარეობს.
რა იყო დანაშაულის ჩადენის მოტივი, დეტალები ჯერ - ჯერობით უცნობია. ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციამ უკვე ამოიღო.