სესხის გაცემის წესები რთულდება - ეკონომისტების საგანგაშო პროგნოზი

30.03.22 17:04
სესხის გაცემის წესები რთულდება - ეკონომისტების საგანგაშო პროგნოზი

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა, სესხების გაცემას გაართულებს -  ამის შესახებ ფინანსისტების პროგნოზი ნეგატიურია. "საზოგადოება და ბანკების"  ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ მოქალაქეები, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ, სესხის მიღებას ვეღარ შეძლებენ.

შეიძლება ითქვას, რთულდება სესხის გაცემის წესები. ანუ უფრო მეტი შემოსავალი იქნება ახლა საჭირო იმისთვის, რომ იგივე ოდენობის თანხა ავიღოთ, რადგან ყოველთვიურად სესხზე მისამართი თანხის კოეფიციენტი იცვლება, რაც თავითავად შეამცირებს სესხების გაცემას", - ამბობს გიორგი კეპულაძე. 

შეგახსენებთ, რომ 192 000-მდე მოქალაქეს  სესხის პროცენტი გაუძვირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო  და  რეფინანსირების განაკვეთი 11 %-მდე გაზარდა.  

მსგავსი სიახლეები