ხმაური სასამართლოში - ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას საქმეში ბრალდებულები თავის მართლებას ლოცვითა და ლექსებით ცდილობენ
ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას საქმის განხილვა სასამათლოში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. პრორუსი მოძალეები უკვე რამდენიმე საათია თავის მართლებას მოსამართლის წინაშე ლოცვითა და ლექსებით ცდილობენ. მათი თქმით, ძალადობის პროვოცირება 5 ივლისს "ტვ პირველის" რეპორტიორებმა მოახდინეს.
ეს ადამიანები არიან პოლიტიკურად განწყობილი ჩვენ მიმართებაში. იმ მომენტში საქართველო, ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა ღირსების მხრივ იყო დასაცავი. აქ მართალი ხალხი ზის", - თქვა სხდომაზე ბრალდებულმა დავით კუტალაძემ.
დღევანდელ პროცესზე შესაძლოა, ცნობილი გახდეს, გაუშვებს თუ არა სასამართლოს ძალადობრივი დაჯგუფების წევრებს ციხეში და რამდენიმე წლით. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, რა სასჯელი განესაზღვრებათ ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერს, დავით კუტალაძესა და კიდევ 5 პირს.
"ტვ პირველის" რეპორტიორების მიმართ ძალადობის ბრალდებით 6 პირია დაკავებული. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს მომხდარი სასტიკი ძალადობის დროს "სირცხვილიას" ოფისში ფიზიკურად იძალადეს მირანდა ბაღათურიასა და ლექსო ლაშქარავაზე. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.