უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, დავით გობეჯიშვილი ვარშავიდან თბილისში დღეს დილით ჩამოასვენეს.
აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, მოქალაქეები შეიკრიბნენ.
სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება. დაღუპულ მებრძოლს კვირას, ტყიბულში დაკრძალავენ.
დავით გობეჯიშვილი 4 დღის წინ ირპენთან სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. ის მეოთხე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას შეეწირა.