450 ახალი შემთხვევა, 6 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 6 პაციენტი,ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 540 პირი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 626 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 537 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 089 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.9%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.44% ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.75%.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 745 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 58, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 21, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი -5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.